ზუგდიდის მერიამ მსხვილფეხა საქონლების ხელოვნური განაყოფიერებისთვის 35 500 ლარი გამოყო
ზუგდიდის მერია მუნიციპალიტეტის მასშტაბით 284 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერებისთვის 35 500 ლარს დახარჯავს.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მომსახურება გულისხმობს პროგრამის ფარგლებში მოსარგებლე ფერმერის საქონლების (ფურების) ხელოვნური განაყოფიერების პროცედურის ჩატარებას, წინასწარ მის მიერ შერჩეული საქონლის ჯიშის გენეტიკური მასალით.
ამავე ცნობით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება წარმოადგინოს განაყოფიერების პროცესის დამადასტურებელი ფოტომასალა, რომელზეც უნდა ჩანდეს პირუტყვი, საყურე ნიშანი და გამოყენებული მასალის ტარა (შეფუთული).
ტენდერში წინადადებების მიღება უკვე დაწყებულია და 6 მარტს დასრულდება. გამარჯვებულმა მომსახურების გაწევა უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების დადებიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე.
მასალის გამოყენების პირობები