თებერვლის თვეში სამეგრელოში ხე - ტყის უკანონო მოპოვების 45 ფაქტი გამოვლინდა
თებერვლის თვეში სამეგრელო - ზემო სვანეთში უკანონო ტყითსარგებლობის 45 ფაქტი გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაციას, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს მასშტაბით, 1 თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 219 ფაქტი დაფიქსირდა. მათ შორის, 171 შემთხვევა ხე - ტყის უკანონო მოპოვება - ტრანსპორტირებას ეხება.
"ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 181 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე. ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 48 ფაქტი. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია 19 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო,"- ვკითხულობთ სააგენტოს განცხადებაში.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.
მასალის გამოყენების პირობები