7 მარტიდან 8 მარტის დილამდე , საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ამავე ცნობით, ზღვაზე ნავარაუდევია 3-4 ბალამდე შტორმი.
სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლოა, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მასალის გამოყენების პირობები