ჭითაწყარის სკოლის რეაბილიტაციისთვის ორნახევარ მილიონზე მეტი გამოიყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლის სრული რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციისთვის 2 783 325 ლარი დაიხარჯება.
აღნიშნული თანხა მსოფლიო ბანკისგან საქართველოსთვის გადმოცემული თანხის ნაწილია. შესაბამისი ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა.
შესყიდვების ელექტრონულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 15 თვეში უნდა დაასრულოს.
ტენდერში წინადადებები 24-დან 28 მარტამდე მიიღება.
მასალის გამოყენების პირობები