„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ამ წუთებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პარტიულ აქტივს ხვდება.
ღარიბაშვილთან ერთად შეკრებაზე იმყოფებიან პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე რეგიონული მდივანი, და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.
ზუგდიდის, მესტიის, ჩხოროწყუს, ხობის, სენაკის, მარტვილის, აბაშის, ფოთისა და წალენჯიხის პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივთან შეხვედრა კომბინატში, კულტურის სახლში მიმდინარეობს.
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება.
პირველი შეხვედრა აჭარაში გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები