15 მარტამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ზუგდიდსა და მარტვილში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20, +22 გრადუსს მიაღწევს, ანაკლიასა და ფოთში სააგენტოს განმარტებით, +19, +21გრადუსია ნავარაუდევი, მესტიაში კი +10, +15 გრადუსი.
მასალის გამოყენების პირობები