რეგიონი
ანაკლიის პორტის მშენებლობაზე უახლოეს დღეებში კონკურსი გამოცხადდება - ლევან დავითაშვილი
ანაკლიის პორტის მშენებლობის საკონსულტაციო კომპანიამ უკვე მოამზადა სატენდერო ბადე და ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება, - ამის შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, უახლოეს ხანებში შეარჩევენ იმ მშენებელ კომპანიის, რომელიც საზღვაო ინფრასტრუქტურაზე მუშაობას დაიწყებს.

“ორივე მიმართულებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. იმისთვის, რომ ჩვენ პროცესები დაგვეჩქარებინა, გვყავს აყვანილი საერთაშორისო, მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანია (საკონსულტაციო), რომელიც ტექნოლოგიურ ნაწილში ჩვენ გვიწევს დახმარებას. შესაბამისად, საკონკურსო (სატენდერო) წინადადება მომზადდა HAEDES-სთან ერთად. ეს არის ბელგიური წამყვანი კომპანია და ჩვენ ახლა ვიწყებთ უკვე სამშენებლო კონკურსის გამოცხადებას. ეს უახლოეს დღეებში დაიწყება. ეს სამუშაო ნახევარი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა 2023 წელს. ბოლო დეტალები დაზუსტდა. მთავრობის ბოლო სხდომაზეც გვქონდა საბოლოო დეტალები შეთანხმებული და უახლოეს ხანებში მოხდება უკვე შერჩევა იმ მშენებლის, რომელიც დაიწყებს საზღვაო ინფრასტრუქტურაზე მუშაობას.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრამა აღნიშნა, პარალელურად მიმდინარეობს კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი.

,,ეს არის კერძო და საჯარო თანამშრომლობის კანონმდებლობის შესაბამისად. აქაც ჩვენ გვაქვს ორი საერთაშორისო საკონსულტაციო კონპანია ჩართული. იცით, რომ ჩვენ ვართ უკვე წინადადების მიღების ეტაპზე გადასული, შარშან ინტერესთა გამოხატვა იყო, რომელიც წარმატებით ჩატარდა. ჩვენ ორი მაღალი კვალიფიკაციის პრედენტენტი მივიღეთ და ორ კონსორციუმთან მუშაობა მიდის. იცით, რომ ორივე კომპანიის თხოვნით იყო, რომ ჩვენ ვადები გაგვეხანგრძლივებინა იმიტომ, რომ დოკუმენტების მომზადებისთვის მათ მეტი დრო დასჭირდათ. ამიტომ ვადები გახაგრძლივებულია მაისის ბოლომდე. მაისის ბოლოსთვის ჩვენ უკვე გვექნება წარმოდგენილი წინადადებები და მიმდინარე წელს შერჩევა მოხდება, ასევე, კერძო პარტნიორების”, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ანაკლიის პორტის სახელმწიფო თანამონაწილეობით აშენების გადაწყვეტილება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის დეკემბერში მიიღო.

პროექტის პარტნიორის შერჩევის ეტაპი წარმატებით გაიარეს შვეიცარიულ-ლუქსემბურგულმა და ჩინურ-სინგაპურულმა კომპანიებმა.

თავდაპირველად, პორტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა აეშენებინა, პირველი გემები კი 2020 წლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა, სახელმწიფომ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილია 50 მლნ ლარი.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.