16-19 მარტს სამეგრელო-ზემო სვანეთში ცვალებადი ამინდია ნავარაუდევი
15 მარტს დღის ბოლომდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის ბოლოდან კი 18 მარტამდე დროგამოშვებით იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს.
ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა.
სინოპტიკოსთა პროგნოზით, ზუგდიდსა და მარტვილში 15 მარტს თბილ და უნალექო ამინდს ვარაუდობენ, ხოლო 16-ში გაწვიმდება. 17-19 მარტს კი გამოიდარებს და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
ამავე ცნობით, ანაკლიასა და ფოთში 16 მარტიდან 17 მარტის დილამდე იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება ზემო სვანეთს, მესტიაში 16 მარტს მოთოვს, 17-დან კი გამოიდარებს.
მასალის გამოყენების პირობები