სენაკიდან მიუსაფარ ძაღლებს ოზურგეთის თავშესაფარში გადაიყვანენ
სენაკის მერიამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაწანწალა ძაღლების მომრავლების შედეგად წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და დადგენილი წესების დაცვით მათი მოგვარების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გამოავლინა.
ინდ.მეწარმე გელა ნაცვლიშვილი 16 600 ლარად 100 ძაღლის ოზურგეთის თავშესაფარში გადაყვანას უზრუნველყოფს 21 დეკემბრამდე.
დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ გამარჯვებულმა სხვა ვალდებულებებთან ერთად უნდა უზრუნველყოს "უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების დაჭერა (მხოლოდ შემსყიდველის მითითებით) საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად (ჰუმანური მეთოდებით), დაჭერილი ცხოველის ტრანსპორტირება სპეციალური ავტოსატრანსპორტით თავშესაფარში, თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესაბამისი გამოკვლევების შემდგომ მათი სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაცია და სხვა ვეტერინალური მომსახურეობის გაწევა“.
ამ ეტაპზე ხელშეკრულების მომზადების ეტაპია.
მასალის გამოყენების პირობები