წალენჯიხის მერიის თანამშრომლის მიმართ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
წალენჯიხის მერიის საფინანსო სამსახურის თანამშრომლის ირაკლი ეგიას მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულოსხმობს.
უწყებისვე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
საუბარია რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც, რადიო "ათინათის" ინფორმაციით, მერიის თანამშრომელსა და მის მეგობარს შორის პირადი კონფლიქტი საქმის გარჩევასა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთ-ერთი ვერსიით, ირაკლი ეგიამ მოწინააღმდეგე დაჭრა, მოგვიანებით, იყო გასროლაც.
წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა ჟურნალისტებთან ამბობს, რომ საკითხს სამართალდამცავები გაარკვევენ, თუმცა მერია მომხდარს მოიკვლევს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები