სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ხანშიშესული ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის შუახნის მამაკაცი დააკავეს.
რადიო „ათინათის“ ინფორმაციით, მამაკაცმა ქალის მიმართ სექსუალური ძალადობა სცადა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები