თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე გადაადგილება 10 დღით შეიზღუდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი- ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდ. არაგვის ხიდის მარცხენა მიმართულებით მოძრაობა 10 დღის განმავლობაში შეიზღუდება.
ამავე ცნობით, მიზეზი აღნიშნულ მონაკვეთზე დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენის სამუშაოებია, რის გამოც, ერთ სამოძრაო ზოლზე, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე მოძრაობა იკრძალება.
ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი
მასალის გამოყენების პირობები