ზუგდიდში საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ტრანსლაცია გაიმართება
დღეს, 21 მარტს, 20:45 საათიდან, ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში საქართველოსა და ლუქსემბურგის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება. ამის შესახებ "ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბირო" ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
გარდა ამისა, გულშემატკივრები საფეხბურთო მატჩის ნახვას სოციალურ კაფე "მეგობარშიც" შეძლებენ.
საქართველოსა და ლუქსემბურგის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრა 21:00 საათზე დინამო არენაზე გაიმართება.
ფოტო: ეროვნული ნაკრები
მასალის გამოყენების პირობები