"გაზაფხულ - ზაფხულის წყალდიდობის პერიოდთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 1 აპრილიდან, ენგურზე, დღე-ღამის ნებისმიერი დროის მონაკვეთში, მოსალოდნელია წყლის ხარჯის გატარება მდინარის კალაპოტში",
- წერს წალენჯიხის მერია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ ეს გაზაფხულის სეზონთან დაკავშირებული, ყოველწლიური გაფრთხილებაა.
"კაშხალზე რეგულირდება წყლის მიწოდება და სეზონის ამ დროს, როდესაც ამაში ხელოვნურად ერევა ბუნება, უკვე გვიწევს სანაპირო ზოლში მცხოვრები მოსახლეობის გაფრთხილება, სახლებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების დატბორვის თვალსაზრისით", - თქვა მან.
მისივე ინფორმაციით, გაფრთხილება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე ხდება.
მასალის გამოყენების პირობები