ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ სოხუმის ე.წ პროკურატურამ თენგიზ სერგეგიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების მუხლებით დაიწყო.
საუბარია 20 მარტს, საღამოს, სოხუმის ცენტრში მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც სერგეგიამ, "გამოძიების" ვერსიით, ა.ს ხანაზარიანის მიმართულებით "მერსედესის" მარკის ავტომობილიდან 9-ჯერ გაისროლა, რის შედეგადაც ხანაზარიანი ადგილზე დაიღუპა. სერგეგია კი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.
"საგამოძიებო" ორგანოების ინფორმაციით, მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ძებნაში მყოფი ბრალდებულის დასაკავებლად.
მასალის გამოყენების პირობები