ზესტაფონში საქართველოს მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის მონაწილე 12 წლის ელენე ქარჩავა 46 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა.
ამის შესახებ ინფორმაცია "კრივის სამყაროს" ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.
ელენეს ოჯახის წევრმა რადიო
"ათინათს" უთხრა, რომ ის 7 წლიდან პროფესიონალურ დონეზე ვარჯიშობს.
გარდა ამისა, მეორე ადგილი ზუგდიდელმა ვიკა ლოლუამ და ანასტასია ჩოკორაიამ დაიკავეს.
ფოთიდან 36 კგ წონით კატეგორიაში კობა ჟვანიამ გაიმარჯვა, ხოლო 40 კგ კატეგორიაში რატი ხარბედიამ.
რაც შეეხება მესტიას, 54 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონის ტიტული მარიამ ნაკანმა მოიპოვა.
მასალის გამოყენების პირობები