აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „სახელმწიფო საბაჟო კომიტეტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ თანამშრომლებმა სოხუმის რაიონის სოფელ გუმისთაში კრიფტოფერმა აღმოაჩინეს, რომელიც შედგებოდა 177 მაინინგის აპარატისგან და ეკუთვნოდა რუსლან აშუბას და გიორგი ჟოვნირს.
ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის შსს ავრცელებს. ამავე ცნობით, სამართალდამრღვევებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა, წერს "აფსნიპრესი’’.
ინფორმაციისთვის, უკვე წლებია, აფხაზეთში ზამთრის პერიოდში ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებენ. ადგილობრივი ენერგოკომპანია "ჩერნომორენერგო", სხვა მიზეზებთან ერთად, კრიპტოვალუტის მზარდ, უკანონო მაინინგს ასახელებს.
სოხუმმა 2020 წლიდან დააწესა შეზღუდვები მაინინგის მოსაპოვებლად ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებაზე. "მინისტრთა კაბინეტმა" 2023 წლის 28 დეკემბრის დადგენილებით, გაახანგრძლივა შეზღუდვები 2024 წლის 31 დეკემბრამდე.⠀
მასალის გამოყენების პირობები