უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლის, თენგიზ ჭანიას ცხედარი ფრონტის ხაზიდან ამ დრომდე ვერ გამოჰყავთ.
ახლობლების ცნობით, ის აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე იყო და უკრაინის ომის დაწყებიდან "აზოვის" მესამე მოიერიშე ბრიგადის რიგებში იბრძოდა.
ჭანია ორი დღის წინ რუსეთის მიერ მართვადი ჭურვის აფეთქებას
ემსხვერპლა.
2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან, საომარ მოქმედებებს 60 - ზე მეტი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები