ინგირში "სამეგრელოს სკაუტების" საერთაშორისო ცენტრი გაიხსნება									
			
		
						
			
			
			
								ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში "სამეგრელოს სკაუტების" საერთაშორისო ცენტრი შენდება. 
ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.
"ამ ეტაპზე, სამუშაოების 70% შესრულებულია და ცენტრში მალე მოეწყობა: კონტაქტური ზოოპარკი, უფასო ქემფინგ ზონა, თოკების ქალაქი, სკაუტური ატრაქციები, მინი სათბური, შიდა და გარე ტრენინგ ზონა, სახელოსნო, სამეწარმეო მუზეუმი, რეკრეაციული სივრცეები, სივრცე სკაუტური თამაშობებისთვის", - წერს ორგანიზაცია.
მათივე განმარტებით, პროექტის განსახორციელებლად ცენტრი მატერიალურ და ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროებს.
ფოტო: Scouts of Samegrelo 			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები