სინოპტიკოსები ამინდის გაუარესების გამო მოსახლეობას აფრთხილებენ
26 მარტიდან 27 მარტის დილამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ამავე ცნობით, ზღვაზე ნავარაუდევია 3-4 ბალამდე შტორმი.
სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
სააგენტოს განცხადებით, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლოა, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მასალის გამოყენების პირობები