დღეს, 25 მარტს, დილის საათებში გუდაუთის რაიონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი შეეწირა, დაშავდა ერთი პირი.
ამის შესახებ "აფხაზური" მედია ე.წ. საგზაო პოლიციის უფროსის მოადგილეზე დაყრდნობით წერს.
ამავე ინფორმაცით, ფსოუ-ენგურის გზატკეცილის 59-ე კილომეტრზე, "ტოიოტას" მარკის ავტომობილი გზატკეცილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი მოტეხილობით გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ფოტო: აფსნიპრეს
მასალის გამოყენების პირობები