უკრაინაში დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლის, თენგიზ ჭანიას ცხედარს სამშობლოში 3 აპრილს, გამთენიისას ჩამოასვენებენ.
ამის შესახებ ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ. დაღუპული მებრძოლი ფრონტის ხაზიდან რამდენიმე დღის წინ
გამოასვენეს.აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე თენგიზ ჭანია, უკრაინის ომის დაწყებიდან "აზოვის" მესამე მოიერიშე ბრიგადის რიგებში იბრძოდა. ის 22 მარტს რუსეთის სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები