ახალი ამბები
ზუგდიდის მერიამ 51 ათასზე მეტი გამოყო სააღდგომოდ ბენეფიციარებისთვის კვების პროდუქტების შესაძენად
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 51 040 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. საუბარია მრავალშვილიანი ოჯახების, დედ-მამით ობოლი ბავშვების, ას წელს გადაცილებული პირების, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანების, მარტოხელა მშობლების, უკიდურესად შეჭირვებული ოჯახების, სოციალური საცხოვრისისა და უფასო სასადილოს ბენეფიციარებისათვის სადღესასწაულოდ სხვადასხვა კვების პროდუქტის შეძენაზე.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სულ ასეთი 550 სასაჩუქრე პაკეტი უნდა დამზადდეს. თითოეულში კი შემდეგი პროდუქტები უნდა იდოს: 2 ქილა შესქელებული რძე, 2 შეკვრა შაქარი, 2 ნაღების კარაქი, 1 შეკვრა კარამელი, 1 ლიმონათი, ორი პასკა, 10 კვერცხი, 1 პაკეტი ფქვილი, 1 პაკეტი მაკარონი, 1 ბოთლი ზეთი, 1 კოლოფი ვაფლის ტორტი, 1 შეკვრა წიწიბურა, ჩაი, 1 შეკვრა ბრინჯი, 1 ქათამი, 2 პაკეტი კვერცხის საღებავი. ტენდერში წინადადებები 5-დან 8 აპრილის ჩათვლით მიიღება.

გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება 2024 წლის 25 აპრილიდან ამავე წლის 1-ელ მაისამდე შეასრულოს ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებული პირობები.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.