გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტს საქართველოს ზოოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და 1 აპრილს - თბილი და უნალექო ამინდი.
ამავე ცნობით ზუგდიდში, მარტვილში, ანაკლიასა და ფოთში 30 მარტს იწვიმებს, მომდევნო დღეებში გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსს მიაღწევს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მესტიაში 30 მარტს იწვიმებს, შემდეგ კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსია ნავარაუდევი.
მასალის გამოყენების პირობები