ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ170 (მესტია-კალა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოიხსნა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ს ინფორმაციით, მესტია-უშგულის მონაკვეთზე თოვლის და ლიპყინულის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება მესტია-კალას მონაკვეთზე თავისუფალია, ხოლო კალა-უშგულის მონაკვეთზე, დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია
ზუგდიდი-მესტიის გზაზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი
მასალის გამოყენების პირობები