საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან 33 წელი გავიდა
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან დღეს 33 წელი გავიდა.
1991 წლის 31 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საერთო-სახალხო კენჭისყრა ჩატარდა, რომლის შედეგების საფუძველზეც უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი მოსახლეობის, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ადამიანების 98.9%-მა მოქალაქემ დაუჭირა.რეფერენდუმის შედეგად, იმავე წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
მასალის გამოყენების პირობები