2-3 აპრილს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 4 აპრილს დილის საათებში ხანმოკლე წვიმა და ზოგან ძლიერი ქარია ნავარაუდევი.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ზუგდიდსა და მარტვილში ტემპერატურა დღის საათებში +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება სანაპირო რაიონებს, ანაკლიასა და ფოთში სააგენტოს განმარტებით +27, +29 გრადუსი იქნება. მესტიაში კი მოსალოდნელია +22,+24 გრადუსი.
მასალის გამოყენების პირობები