აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი, МИ-24 გულრიფშის რაიონში ჩამოვარდა.
ამის შესახებ
„აფსნიპრესს" ოკუპირებული აფხაზეთის საჰაერო ძალების სარდალმა ადგურ გუმბამ განუცხადა. ამავე ცნობით, ეკიპაჟის სამივე წევრი ცოცხალია.
ადგილზე მივიდა „საგანგებო სიტუაციების მინისტრი“ ლევ კვიცინია. შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს იძიებენ.
მასალის გამოყენების პირობები