წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დღეს აუტიზმის ბავშვთა აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა.
დაწესებულება აღჭურვილია ყველა საჭირო თანამედროვე ინვენტარით და ის სხვადასხვა ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ბავშვებს მოემსახურება.
მერიის ინფორმაციით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს ადგილზე უფასო თერაპიის კურსებს კვალიფიციური სპეციალისტები ჩაუტარებენ.
სარეაბილიტაციო ცენტრს წალენჯიხის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან აფინანსებს.
ამ ეტაპზე, იქ 20-მდე ბენეფიციარი დარეგისტრირდა.
2 აპრილს მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლება აღინიშნება. ეს თარიღი გაეროს გენერალური ასამბლეის 2007 წლის პირველი ნოემბრის რეზოლუციით დაწესდა.
გაეროს წლევანდელი სლოგანია "აუტიზმის შესახებ ხმების გაძლიერება", მათი გზავნილი კი არის "ცნობიერება, მიმღებლობა, დაფასება - გზა გადარჩენიდან წარმატებისკენ".
მასალის გამოყენების პირობები