ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში ავარია მოხდა, რის შედეგადაც ორი პირი მძიმედ დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაცით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაშავებული დედა-შვილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმების ცნობით, ახალგახრდა მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ქალის კი, საშუალო სიმძიმის.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.
მასალის გამოყენების პირობები