საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სამოქალაქო აეროპორტებში მგზავრთა გადაყვანისა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, დაგეგმილია მესტია-ბათუმი-მესტიისა და სხვა ადგილობრივი ავიარეისების შესრულება.
ამავე ცნობით, "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" უნდა უზრუნველყოს ელექტრონული ტენდერის საშუალებით საჰაერო ტრანსპორტით მომსახურების შესყიდვა, სადაც მესტია-ბათუმი-მესტიისა და სხვა რეისებისთვის განკუთვნილია 5 601 140 ლარი.
მთავრობის განკარგულებით, ავიამიმოსვლა 1 წლის განმავლობაში შესრულდება.
"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" მიერ განსაზღვრული ფასი შემდეგნაირად გამოიყურება:
მესტია-ბათუმი-მესტია, 15 ადგილი, ერთი გზა 168$
მესტია-ქუთაისი-მესტია, 15 ადგილი, ერთი გზა 110$
მესტია-თბილისი-მესტია, 15 ადგილი, ერთი გზა 182$
მესტია-ამბროლაური-მესტია, 15 ადგილი, ერთი გზა 75$
მესტია-თელავი-მესტია 15 ადგილი, ერთი გზა 187$
დოკუმენტზე დაყრდნობით, ბილეთების რეალიზაცია შესაძლებელი იქნება აეროპორტების გაერთიანების, მიმწოდებლის, ან სარეალიზაციო პლატფორმის მეშვეობით.
მასალის გამოყენების პირობები