უკრაინაში დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლის, თენგიზ ჭანიას ცხედარი სამშობლოში დღეს დილით ჩამოასვენეს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცხედარს ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და ახლობლებმა პატივი მიაგეს.
აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე თენგიზ ჭანია, უკრაინის ომის დაწყებიდან "აზოვის" მესამე მოიერიშე ბრიგადის რიგებში იბრძოდა. ის 22 მარტს რუსეთის სარაკეტო იერიშს
ემსხვერპლა.
ჭანიას ცხედარი ფრონტის ხაზიდან თანამებრძოლებმა
25 მარტს გამოასვენეს.
ამავე თემაზე:
უკრაინაში დაღუპული თენგიზ ჭანიას ცხედარი ცხელი წერტილიდან ამ დრომდე ვერ გამოჰყავთ
ახლობლების ინფორმაციით, უკრაინაში დაღუპულ მებრძოლს სამშობლოში 3 აპრილს ჩამოასვენებენ
მასალის გამოყენების პირობები