ზუგდიდში, ნიკოსეულ სასახლეში სამართალდამცავები რამდენიმე საათია მუშაობენ. ერთ-ერთი ვერსიით, მუზეუმის ნიკოსეულ ნაწილში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინება შსს-ში დღის პირველ ნახევარში შევიდა.
მუზეუმის დირექტორი დავით ოყუჯავა რადიო "ათინათს" უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეტყობინების მიღებას უდასტურებს.
"დაახლოებით, ორი საათის მანძილზე იყვნენ მობილიზებული, ახლა აღარ არიან. ცრუ განგაში შევიდა, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ საშიშროებას უკავშირდებოდა და შეამოწმეს. ჩვენ გვითხრეს განგაშია და დაგვათვალიერებინეთ შენობაო. მათ კინოლოგთან ერთად დაათვალიერეს ორივე სასახლე და მიმდებარე ტერიტორია", - თქვა ოყუჯავამ.
ამ დრომდე სამართალდამცავები ფაქტს არ ადასტურებენ.
მასალის გამოყენების პირობები