აფხაზმა აქტივისტმა ჯანსუხ ადლეიბამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტა.
მისი თქმით, ის გააგრძელებს ხელმოწერების შეგროვებას თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით.
ჯანსუხ ადლეიბამ ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა 29 მარტს
დაიწყო. აქცია სოხუმის თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობდა.
მანამდე, მან „ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის „თავისუფლების“ შექმნის შესახებ განაცხადა.
გარდა ამისა, მამაკაცმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ უარს იტყოდა რუსეთის მოქალაქეობაზე.
მასალის გამოყენების პირობები