მარტში სამეგრელო - ზემო სვანეთში ხე - ტყის უკანონოდ მოპოვების 58 ფაქტი დაფიქსირდა
2024 წლის 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონო ტყით სარგებლობის 58 ფაქტი გამოავლინეს.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს მასშტაბით, ასეთი 278 ფაქტი დაფიქსირდა. მათ შორის, 196 ხე-ტყვის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 82 კი სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის გამოვლენის ფაქტია.
"ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 221 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე. ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, დალუქულია 27 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო '', - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამინისტროს განმარტებით, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები