ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ე.წ. დევნილთა დასახლებაში მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ადასტურებს.
არსებული ცნობით, მოკლულია ასაკოვანი ქალი, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა რუსეთიდან. მეზობლები ამბობენ, რომ მძიმე მდგომარეობაშია მისი ქმარიც. მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შემთხვევის სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
მკვლელობა დღის პირველ ნახევარში
მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები