აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, სოჭიდან ჩასული რუსეთის მოქალაქე, 50 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
მათივე ცნობით, 40 წლამდე ქალი, სადამკვირვებლო მოედნაზე იმყოფებოდა, რა დროსაც თავი ვერ შეიკავა.
„საგანგებოში“ შეტყობინება შემთხვევის შესახებ 12:13 საათზე შევიდა.
ადგილზე მისულმა მაშველებმა დაზარალებული ამოიყვანეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადას გადასცეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ის გაგრის რაიონული საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები