ფოთში ტრაილერების მძღოლები შეიკრიბენ და საპროტესტო აქცია გამართეს.
მათი თქმით, სატრანსპორტო ლოჯისტიკური კომპანიებიდან უკიდურესად დაბალი ტარიფების შეთავაზებებია, რაც მათ მუშაობასა და შემოსავლის მიღებაში ხელს უშლის. მძღოლები საქართველოს მთავრობას თხოვენ, გაუქმდეს უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მიერ საქართველოში დარეგისტრირებული სატრანსპორტო ლოჯისტიკური კომპანიები.
დღეს მათ ფოთის მერი შეხვდა და მათ საკითხში გარკვევას დაჰპირდა. აქციის მონაწილეები კი ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
მასალის გამოყენების პირობები