გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-18 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება.
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ზუგდიდსა და მარტვილში თბილი და უნალექო ამინდის ფონზე, ტემპერატურა +31, +33 გრადუსი იქნება.
ანაკლიასა და ფოთში +28, +30 გრადუსია მოსალოდნელი.
რაც შეეხება ზემო-სვანეთს, მესტიაში 16-18 აპრილს, ტემპერატურა +27 გრადუსამდე მოიმატებს.
მასალის გამოყენების პირობები