ენგურზე აფხაზმა ე.წ. მებაჟეებმა 100 ბლოკი თამბაქოს პროდუქცია ამოიღეს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2024 წლის I კვარტალში, "საზღვრის დარღვევის" 120 შემთხვევა გამოავლინა, მათგან "სისხლის სამართლის პასუხისგებაში" მიეცა 5 პირი.
ამავე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე სხვადასხვა მიზნით საქონლის "უკანონო" გადატანის 10 მცდელობა აღკვეთეს, ამოღებულია 100 ბლოკზე მეტი თამბაქოს პროდუქცია.
"უკანონო ქმედებების ორგანიზებასა და განხორციელებაში ჩართულ პირებთან მიმართებაში კანონმდებლობის შესაბამისად გატარებულია სამართლებრივი ზომები", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები