გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 - 20 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
სინოპტიკოსთა პროგნოზით, 19 აპრილს ზუგდიდსა და მარტვილში, შესაძლოა, აგრილდეს და ზოგან იწვიმოს. ჰაერის ტემპერატურა კი დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.
სანაპირო რაიონებში, ანაკლიასა და ფოთში ტემპერატურა +28, +30 გრადუსს მიაღწევს.
რაც შეეხება მესტიას, იქ 19 აპრილს შედარებით აგრილდება და ზოგან იწვიმებს. 18-20 აპრილს ჰაერის ტემპერატურა +23, +25 გრადუსამდე მოიმატებს.
მასალის გამოყენების პირობები