გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
შესაბამისი ინფორმაცია უწყებამ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
„ქალაქ ფოთში, მოქალაქეს, კუთვნილ შენობა-ნაგებობაში განთავსებულ დაურეგისტრირებელ სახერხ საამქროში ლენტური და ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები ჰქონდა დამონტაჟებული,“- მითითებულია ინფორმაციაში.
ამასთან, დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აღნიშნული ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები