გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
სინოპტიკოსთა პროგნოზით, 20 აპრილს ზუგდიდსა და მარტვილში ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსს მიაღწევს, მომდევნო დღეებში კი შედარებით დაიკლებს. 21 აპრილს ზოგან იწვიმებს.
ანაკლიასა და ფოთში უნალექო ამინდის ფონზე, ტემპერატურა +31, +33 გრადუსი იქნება, ხოლო შემდეგ დღეებში შემცირდება.
რაც შეეხება ზემო სვანეთს, მესტიაში სინოპტიკოსები არამდგრად ამინდს ვარაუდობენ. ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსს მიაღწევს.
მასალის გამოყენების პირობები