მომდევნო დღეებში ზუგდიდში შესაძლოა ტემპერატურამ +38 გრადუსამდე მოიმატოს
23-24 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, 25 აპრილს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ზუგდიდსა და მარტვილში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +36, +38 გრადუსს მიაღწევს, ანაკლიასა და ფოთში სააგენტოს განმარტებით, +34, +36 გრადუსია ნავარაუდევი, მესტიაში კი +23, +28 გრადუსი.
მასალის გამოყენების პირობები