3 თვეში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 271 ფაქტი გამოვლინდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 3 თვის განმავლობაში უაქციზო საქონლის შენახვა- გადაზიდვის 271 ფაქტი გამოავლინა.
უწყების განმარტებით, აქციზური მარკის გარეშე ამოღებული თამბაქოს ნაწარმის საერთო რაოდენობამ შეადგინა 27 527 კოლოფი სიგარეტი და 160 კილოგრამი ასაწონი თუთუნი.
ამავე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, საქმის მასალები, სადაც გამოვლინდა სისხლის სამართლის დანაშაული, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.
მასალის გამოყენების პირობები