„პროპაგანდით ორიენტაციას ვერ შეიცვლით“, - სამოქალაქო აქტივისტის კომენტარი და შეურაცხმყოფელი რეპლიკები მის მიმართ (ვიდეო)
14:12 / 26.04.2024
ზუგდიდში "ქართული ოცნების" მიერ ლგბტ პროპაგანდის კანონპროექტის განხილვისას აქტივისტის ცაბუნია ვართაგავას მიერ დასმულმა შეკითხვამ და კომენტარმა იქ შეკრებილ საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია. მათ ვართაგავას მიმართა
არანორმატიული ლექსიკა გამოიყენეს, აგინეს და უხამსი სიტყვებით მიმართეს.
ვართაგავამ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ბავშვთა დაცვის საქმეში პრიორიტეტების არასწორად გადანაწილებაზე და აღნიშნა, რომ ნაცვლად დღეს განხილული საკითხისა, საზოგადოება უნდა საუბრობდეს სკოლებში ბავშვთა შიმშილზე.
საუბრისას ვართაგავას რამდენჯერმე სიტყვა გააწყვეტინეს და მისი მისამართით ისეთი რეპლიკები გამოიყენეს, როგორიცაა "მონა" და "გაყიდული".
გარდა ამისა, მან თქვა, რომ რელიგიური დისკურისას ყურადღება უნდა გამახვილდეს ოკუპირებულ აფხაზეთში ილორის ეკლესიის დამახინჯებულ იერსახეზე.
"ბატონი გუბერნატორი ძალიან გულწრფელი ადამიანი აღმოჩნდა, არ ვიცნობდი აქამდე, როცა ახსენა, რომ ადამიანები ვერ დავაჯერეთ რატომ უნდა მოსულიყვნენ და ესაუბრათ. ქართული ოცნება "მიმი" რომ ყოფილიყო, იქნებოდა ის ადამიანი ველოსიპედით, მიდის და ჯოხს რომ საკუთარ საბურავს გაუყრის, რათა წაიქცეს და დაზიანდეს. გამოგონილ პრობლემაზე ვსაუბრობთ და რეალური პრობლემები გვრჩება მიღმა", - უთხრა შეკრებილებს მან.
გამომსვლელმა საუბარი დაასრულა გენდერისა და სქესის შეცვლის მიმართ საზოგადოებაში დამკვიდრებული წარმოდგენებით.
"ვერანაირი პროპაგანდით ორიენტაციას ვერ შეიცვლით და თუ სქესი და გენდერი იცვლება პროპაგანდით, მაშინ თქვენ, ყველა, გეები და ლესბოსელები ყოფილხართ", - განმარტა.
დღეს "ქართული ოცნების" ლიდერებმა ზუგდიდის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვა ჩაატარეს. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან და სხვა ლიდერებთან ერთად ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის ყოფილი მაჟორიტარები მერაბ ქვარაია და ედიშერ თოლორაია, ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი დაესწრნენ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები