გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისამდე ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა კი დაიკლებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით ზუგდიდსა და მარტვილში მომდევნო სამი დღის განმავლობაში +19, +21 გრადუსია ნავარაუდევი.
ანაკლიასა და ფოთში +17, +19 გრადუსი იქნება. მესტიაში კი +15, +17 გრადუსი.
მასალის გამოყენების პირობები