სამ თვეში სამეგრელო-ზემო სვანეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 7 ადამიანი ემსხვერპლა - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი) სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, 38 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტოავარიის შედეგად, 52 ადამიანი დაშავდა, 7 კი დაიღუპა.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებზე სამართალწარმოება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
შსს-ს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, სულ 1136 ავტოავარია მოხდა. 1495 ადამიანი დაშავდა, 93 კი დაიღუპა.
როგორც შსს-ში განმარტავენ, კატეგორიის მიხედვით, ავარიის შემთხვევების გამომწვევი სავარაუდო მიზეზებიდან "შეჯახება ქვეით მოსიარულეზე" სჭარბობს.
მასალის გამოყენების პირობები