7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა - მთავრობის დადგენილება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეები იქნება. შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა.
დოკუმენტში ასევე განმარტებულია, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საჭიროების მიხედვით, კომპეტენციის ფარგლებში თავად განსაზღვროს ის სამსახურები და მოსამსახურეები, რომლებზეც დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღეები არ გავრცელდება.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, დადგენილება არ ეხება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებს, ასევე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობასა და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობას.
გარდა ამისა, საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, 3, 4, 5, და 6 მაისი სააღდომო უქმე დღეებია, 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების, 12 მაისი კი - ანდრია მოციქულის ხსენების დღეა.
მასალის გამოყენების პირობები