ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელზეც მერიის საბიუჯეტო-საფინანსო და შესყიდვების სამსახურის უფროსი მურთაზ ბოკუჩავა 2023 წლოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს წარადგენს, პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.
ზუგდიდში მოქმედი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები “აგენტების” კანონის საწინააღმდეგო პოსტერებით სხდომას ესწრებიან.
“კი ევროპას, არა რუსულ კანონს”, “მა ვავორექ ფარაშ მონა, ოლიგარქეფ ვამოკონა” და სხვა წარწებით ისინი პოზიციას გამოტახავენ. სხდომაზე იმყოფებიან “ქართული ოცნების” წევრები, რომლებიც გუშინ თბილისში მმართველი პარტიის
აქციაზე იყვნენ.
მასალის გამოყენების პირობები